დეკანის ბრძანებით დამტკიცებული ვადების შესაბამისად
სასემინარო ნაშრომები და სამეცნიერო-კვლევითი პროექტები უნდა აიტვირთოს 22 იანვრიდან-31 იანვარის 17 საათამდე ელექტრონული სწავლების პორტალზე: e-learning.tsu.ge/-ზე;
ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური შეამოწმებს
ნაშრომის ორიგინალობას და პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში აცნობებს ნაშრომების დაცვის კომისიას;
ნაშრომებში პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში დაცვის კომისია:
ა) არ დაუშვებს დოქტორანტს დაცვაზე და მისცემს რეკომენდაციას ნაშრომის
გადამუშავების შესახებ;
ბ) საკითხს განსახილველად გადასცემს თსუ-ის ეთიკის საბჭოს
სასემინარო ნაშრომებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაცვა ჩატარდება
სააუდიტორიო ფორმატში;